Thursday 23 October 2008

ჩემი სახელი

  1. მოგესალმებით მე-4 სკოლიდან. დავინტერესდით მოცემული თემით და დავიწყეთ მუშაობა პროექტზე მე-10 კლასის ინგლისური ენის მასწავლებლებმა: მარინა დობორჯგინიძე (მე-10ა) და მარინა ბანცაძე (მე-10ბ).
  2. პირველ ეტაპზე შევქმენით ორი სამუშაო ჯგუფი და გავაცანით მოსწავლეებს პროექტით გათვალისწინებული კითხვები. ეს საკითხი თემატურად უკავშირდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გაკვეთილს . ამდენად, მოსწავლეებს უკვე შესწავლილი ჰქონდათ მასალისათვის საჭირო ლექსიკური ტერმინოლოგია, რამაც გააძლიერა მოსწავლეთა მოტივაცია.
  3. ამის შემდეგ მოსწავლეებმა დაწერეს მოკლე პარაგრაფები და შეუდგნენ საჭირო მასალების ძიებას.
  4. შემდგომ ეტაპზე მოსწავლეებმა შეისწავლეს ბლოგების შექმნა და შექმნეს ბლოგები.
  5. შემდეგ მოსწავლეებმა ბლოგებს დაუმატეს სურათები და სლაიდები.